დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.03.2026
საქმის ნომერი
ას-1470-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1470-2025 12 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლე ქ.პ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ი.ჩ–ძის წარმომადგენლის პაატა კიკვიძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, გარდაცვლილი მხარის, აპელანტ ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შეჩერდა საქმის წარმოება ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურების; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრების; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. განემარტათ მხარეებს, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლის არ ჩართვის შემთხვევაში, ი.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოწინააღმდეგე მხარის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის თ.ზ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ა) მორალური ზიანის 400 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ბ) ი.ჩ–ძის გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე - 2025 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ხელფასის სახით მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმისწარმოების შეწყვეტის ნაწილში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის, შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, გარდაცვლილი მხარის, აპელანტ ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შეჩერდა საქმის წარმოება ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურების; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრების; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. განემარტათ მხარეებს, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლის არ ჩართვის შემთხვევაში, ი.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოწინააღმდეგე მხარის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის თ.ზ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ა) მორალური ზიანის 400 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ბ) ი.ჩ–ძის გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე - 2025 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ხელფასის სახით მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

8. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ გარდაცვლილი აპელანტის ნაცვლად უფლებამონაცვლეობის დაშვების შესაძლებლობას იძლევა გასაჩივრებული განჩინება მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, აგრეთვე მიუღებელ ხელფასთან მიმართებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი, აპელანტის სავარაუდო უფლებამონაცვლეა, კანონით დადგენილი წესით მას არ მიუღია სამკვიდრო, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე არ წარმოადგენს მოსარჩელის უფლებებისა და ვალდებულებების მიმღებ პირს, რომელსაც მის მსგავსად, კანონით დადგენილ ფარგლებში შეეძლება წამოაყენოს მოთხოვნები სასამართლოში.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს; სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივრის ავტორი კანონით დადგენილი წესით არაა ცნობილი აპელანტის უფლებამონაცვლედ, შესაბამისად არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს კერძო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჩ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლის - ქ.პ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია