შეწყდა

სამოქალაქო 22.04.2026
საქმის ნომერი
ას-348-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 აპრილი, 2026 წელი,საქმე №ას-348-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ე.ჯ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოსა და 15 ოქტომბრის განჩინებები

საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმისწარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ჯ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ზ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან აპელანტი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისში, ........ (...........) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №.........., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხი, გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; მოპასუხეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან 2024 წლის 5 ივლისამდე ქირის - 22 ლარის; 2024 წლის 5 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 285 ლარისა და ზიანის - 10 751.72 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; უსაფუძვლოდ მიღებული შემოსავლის - 29 644.42 ლარის დაკისრების ნაწილში, მოთხოვნა უარყოფილ იქნა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხემ/შეგებებულმა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შეგებებულმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, .......... (.........) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №.........., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხის გასხვისებისა და ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შეგებებული მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, შეგებებულ მოპასუხეს თბილისში, ......... (.........) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №......., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა აეკრძალა.

7. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შეგებებულმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების უარყოფა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეგებებულ მოპასუხეს თბილისში, ....... (.......) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №.........., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა აეკრძალა.

10. 2025 წლის 16 დეკემბერს აპელანტმა/შეგებებულმა მოსარჩელემ განცხადება წარადგინა სასამართლოში და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებას არ ასაჩივრებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარდგენილი საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოცემულ საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მუხლის „ა“1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი, შესაბამისად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც შეწყვიტოს საქმისწარმოება თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი აღარ არსებობს, აქედან გამომდინარე კი, საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებაც აღარ არსებობს (შდრ. სუსგ. #ას-773-730-2015,08.09.2015წ; #ას-155-2024, 13.05.2024წ).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოცემულობაა შექმნილი, კერძოდ:

14. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შეგებებული მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, შეგებებულ მოპასუხეს თბილისში, ............ (..........) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №.........., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა აეკრძალა.

15. დადგენილია ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეგებებულ მოპასუხეს თბილისში, ............ (ს..........) ქუჩა №32-ში მდებარე უძრავი ნივთიდან ს/კ-ით # №........., საკადასტრო გეგმაზე წარმოდგენილი №4, 34 კვ.მ ავტოფარეხის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა აეკრძალა.

16. ასევე დადგენილია, რომ 2025 წლის 16 დეკემბერს აპელანტმა/შეგებებულმა მოსარჩელემ განცხადება წარადგინა სასამართლოში და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებას არ ასაჩივრებდა.

17. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, შეგებებული მოპასუხის მიერ წარდგენილ საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება, ხოლო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ჯ–იას საჩივარზე შეწყდეს საქმისწარმოება.

2. განემარტოს საჩივრის ავტორს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია