დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-309-2026 28 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ი“ (მოპასუხე )
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, 2023 წლის 20 მარტს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N01/182/47 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პოლიციელის უნიფორმის, ზაფხულის და ზამთრის სეზონის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 199 700.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიწოდების ადგილი და ვადა.
3. მუხლით, I ეტაპზე - ზაფხულის სეზონის ტანსაცმლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე.
4. II ეტაპზე ზამთრის სეზონის ტანსაცმლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 120 კალენდარული დღე.
5. ხელშეკრულების 8.2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
6. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 %-ის ოდენობით.
7. ხელშეკრულების 11.1 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდების ვადას.
8. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
9. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
10. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეული ფასი და ჯამური ღირებულება. ხელშეკრულების N2 დანართით განისაზღვრა საქონლის ტექნიკური მახასიათებლები. მოპასუხის 2023 წლის 27 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შარვლების მიწოდება დაწყებული იყო, გრძელდებოდა კერვის პროცესი და ეტაპობრივი მიწოდება. პროდუქციის სრულად მიწოდებისთვის სჭირდებოდათ დამატებითი დრო, ამიტომ ეთხოვათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
11. 23.03.2023 წლის N01/182/47 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N2 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ნოემბრამდე.
12. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, 2023 წლის 28 აპრილს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N01/182/55 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პოლიციელის უნიფორმის, ზაფხულის და ზამთრის სეზონის ღია რუხი ფერის პერანგების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 311 200.00 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიწოდების ადგილი და ვადა. 5.2. მუხლის მიხედვით, საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან - მოკლემკლავიანი (ზაფხულის) პერანგები - არაუმეტეს 90 კალენდარულ დღე, გრძელმკლავიანი (ზამთრის) პერანგები - არაუმეტეს 120 კალენდარულ დღე. ხელშეკრულების 8.2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. 8.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 %-ის ოდენობით.
13. ხელშეკრულების 11.1 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების შესრულების
14. უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდების ვადას. 11.2. მუხლით ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეული ფასი და ჯამური ღირებულება. ხელშეკრულების N2 დანართით განისაზღვრა საქონლის ტექნიკური მახასიათებლები.
15. მოპასუხის 2023 წლის 17 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს წარედგინა სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ვადაგაგრძელებულ ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მოქმედების ვადით 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
16. 28.04.2023 წლის N01/182/55 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N1 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე.
17. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, 2023 წლის 12 ივნისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N01/182/58 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პულოვერების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად.
18. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 196 000.00 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიწოდების ადგილი და ვადა. 5.2. მუხლის მიხედვით, საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან - 90 კალენდარულ დღე. ხელშეკრულების 8.2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ის ოდენობით.
19. 8.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
20. ხელშეკრულების 11.1 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდების ვადას. 11.2. მუხლით ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
21. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეული ფასი და ჯამური ღირებულება.
22. ხელშეკრულების N2 დანართით განისაზღვრა საქონლის ტექნიკური მახასიათებლები. მოპასუხის 2023 წლის 7 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პულოვერების მიწოდება დაწყებული იყო. სჭირდებოდათ დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის სრულად მიწოდებისთვის. მოსარჩელეს სთხოვეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაწეულიყო 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
23. წერილთან ერთად, წარადგინეს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ვადაგაგრძელებული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მოქმედების ვადით 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
24. 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N1 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
25. 23.03.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 1 810 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) და ქალის ზაფხული სეზონის ქვედაბოლოები მოსარჩელეს მიეწოდა 2023 წლის 23 მაისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით.
26. ასევე ვადის დაცვით - 2023 წლის 13 ივნისს, მიეწოდა მოსარჩელეს 7 070 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის).
27. 23.03.2024 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდების ვალდებულება ვადისგადაცილებით შესრულდა.
28. 7 000 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 40 დღის დაგვიანებით - 28.07.2023 წელს; 3 150 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 50 დღის დაგვიანებით - 07.08.2023 წელს;
29. 3 150 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 52 დღის დაგვიანებით - 09.08.2023 წელს; 5 250 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა დაგვიანებით - 14.08.2023 წელს; 3 850 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 58 დღის დაგვიანებით, ხოლო მამაკაცის ზამთრის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) - 280 ლარის ღირებულების – 28 დღის დაგვიანებით - 15.08.2023 წელს; 2 800 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა დაგვიანებით - 15.09.2023 წელს; 3 745 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 92 დღის დაგვიანებით - 18.09.2023 წელს;
30. ვადაგადაცილებით შესრულდა 12.06.2024 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულება. 3 038.00 ლარის ღირებულების გრძელმკლავიანი პულოვერი მოსარჩელეს მიეწოდა 40 დღის დაგვიანებით, 20.10.2023 წელს. 25 725.00 ლარის ღირებულების გრძელმკლავიანი პულოვერები (ორი სახეობის) მოსარჩელეს მიეწოდა 65 დღის დაგვიანებით - 14.11.2023 წელს.
31. 2023 წლის 24 ნოემბრის წერილებით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დარღვეული იყო 23.03.2023 წლის N01/182/47, 28.04.2023 წლის N01/182/55 და 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულებების პირობები.
32. შესაბამისი წერილით ეცნობა, რომ 23.03.2023 წლის N01/182/47 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე, დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით - 13 379.90 ლარი წერილის გაგზავნის დროისთვის და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 1 997.00 ლარი.
33. საბოლოოდ, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 9 785.30 ლარს. ასევე ეცნობა, რომ 28.04.2023 წლის N01/182/55 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით - 34 890.60 ლარი და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 3 112.00 ლარი. სულ დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 40 456.00
34. ლარს. აქედან საკუთარი სახსრებით - 37 798.15 ლარი, ხოლო 2 657.85 ლარი საბიუჯეტო სახსრებიდან. იმავდროულად ეცნობა, რომ 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე, დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით - 3 552.50 ლარი და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 1 960.00 ლარი.
35.
36. საბოლოოდ, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 5 512.50 ლარს. აქედან საკუთარი სახსრებით - 3 430.00 ლარი, ხოლო 2 082.50 ლარი საბიუჯეტო სახსრებიდან.
37. მოსარჩელის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის ცნობებით დგინდება, რომ: შპს „ლ–მა“ 2023 წლის 20 მარტის N01/182/47 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 199 700 ლარი, თავისი ვალდებულება დარღვევით შეასრულა - შესაბამისად ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება 33 749.30 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 1 997 ლარისა (199 700 X 1% = 1 997) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ისაგან), რამაც შეადგინა 159 დღე X 199.7 = 31 752.30. შპს „ლ–მა“, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ ჩააბარა 1 087 ცალი 38 105 ლარის ღირებულების საქონელი (საიდანაც 23 მაისს და 13 ივნისს მიწოდებული იყო ვადების დაცვით, ხოლო დანარჩენი ყველა მიწოდება შესრულდა ვადების დარღვევით), საიდანაც მას ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად გაექვითა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ნაწილი 23 659.20 ლარი, ხოლო დარჩენილი 14 445.80 ლარი გადაერიცხა შპს „ლ–ს“.
38. შპს „ლ–ს“ დღეის მდგომარეობით, გადასახდელი დარჩა დარჩენილი დარიცხული პირგასამტეხლო 10 090.10 ლარის ოდენობით. შპს „ლ–მა“ 2023 წლის 28 აპრილის N01/182/55 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 311 200 ლარი, თავისი ვალდებულება არ შეასრულა - შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით ერიცხება დავალიანება 40 456 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 3 112 ლარისა (311 200 X 1%=3112) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-საგან, რამაც შეადგინა 120 დღე X 311.2 = 37 344 ლარი).
39. შპს „ლ–მა“ 2023 წლის 12 ივნისის N01/182/58 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 196 000 ლარი, თავისი ვალდებულება დარღვევით შეასრულა - შესაბამისად ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება 16 660 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 1 960 ლარისა (196 000 X 1% = 1 990) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % - ისაგან, რამაც შეადგინა ლარი). 75 დღე X 196 = 14 700 ლარი).
40. შპს „ლ–მა“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სულ ჩააბარა 587 ცალი - 28 763 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მას ხელშეკრულების 8.2 მუხლის მიხედვით გაექვითა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ნაწილი 14 577.50 ლარი, ხოლო დარჩენილი 14 185.50 ლარი გადაირიცხა შპს. „ლ–ს“. შპს „ლ–ს“, დღეის მდგომარეობით, გადასახდელი დარჩა დარჩენილი დარიცხული პირგასამტეხლო 2 082.50 ლარის ოდენობით.
41. მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოსარჩელემ - ბენეფიციარმა გამოითხოვა FG/23 001517/2, FG/23 001527/1 და FG/23 001541/1 გარანტიები, რომელთა საფუძველზე ანაზღაურებას დაექვემდებარა, შესაბამისად: 9 985.00 ლარი, 15 560.00 ლარი და 9 800.00 ლარი, სულ 35 345.00 ლარი.
42. გარანტის მიერ გადარიცხული თანხებიდან ნაწილი მიმართულ იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რის შედეგადაც, მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, მაგრამ ნაწილი ისევ გადაუხდელია.
43. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, 2024 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ლ–ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „ლ–ისათვის“, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 52 628.60 ლარის დაკისრება.
44. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
45. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, მოპასუხე შპს „ლ–ის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ლ–ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლო 11 327.60 ლარის ოდენობით; მას, ასევე, დაეკისრა 339.83 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.
46. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც ამ ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
47. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
48. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
48.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
48.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. კერძოდ, დაუსაბუთებლად შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხემ ორი ხელშეკრულების (N01/182/47, Nე01/182/58) ნაწილში დაარღვია შესრულების ვადები, ხოლო მესამე ხელშეკრულების (Nე01/182/55) ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით კი არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს ეკისრება ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამავდროულად, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
48.3. პალატამ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს ხელშეკრულების 8.3 პუნქტის საფუძველზე 37 344 ლარის პირგასამტეხლოს სახით გადახდა არამართლზომიერია. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 120 დღე, თუმცა მხარემ საერთოდ არაფერი შეასრულა მესამე ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ჯარიმა გათვალისწინებული იყო იმ მიზნით, რომ მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა და არ გამოცხადებულიყო დამატებითი ტენდერი, რაც დროსა და რესურსს დაზოგავდა.
49. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
50. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
51. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლ–, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
53. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
54. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
55. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
56. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
57. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
58. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
59. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შეფასება.
60. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
61. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
62. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
63. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.
65. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
66. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17)
67. საკასაციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო გამოთვლა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).
68. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2023 წლის 20 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვის N01/182/47 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 199 700.00 ლარის ოდენობით. I ეტაპზე - ზაფხულის სეზონის ტანსაცმლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე. II ეტაპზე ზამთრის სეზონის ტანსაცმლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 120 კალენდარული დღე. 2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ასევე, 8.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 %-ის ოდენობით.
69. ხელშეკრულების 11.1 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდების ვადას. 11.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
70. დადგენილია, რომ მოპასუხის 2023 წლის 27 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შარვლების მიწოდება დაწყებული იყო, გრძელდებოდა კერვის პროცესი და ეტაპობრივი მიწოდება. პროდუქციის სრულად მიწოდებისთვის სჭირდებოდათ დამატებითი დრო, ამიტომ ეთხოვათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. 23.03.2023 წლის N01/182/47 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N2 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ნოემბრამდე.
71. ასევე, მხარეებს შორის 2023 წლის 28 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის N01/182/55 ხელშეკრულებით, მისი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 311 200.00 ლარით. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა მოკლემკლავიანი (ზაფხულის) პერანგები - არაუმეტეს 90 კალენდარულ დღე, გრძელმკლავიანი (ზამთრის) პერანგები - არაუმეტეს 120 კალენდარულ დღე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ასევე, ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 %-ის ოდენობით.
72. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეული ფასი და ჯამური ღირებულება.
73. მოპასუხის 2023 წლის 17 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს წარედგინა სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ვადაგაგრძელებულ ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მოქმედების ვადით 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. 28.04.2023 წლის N01/182/55 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N1 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე.
74. მხარეებს შორის 2023 წლის 12 ივნისს, დაიდო მესამე სახელმწიფო შესყიდვის N01/182/58 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 196 000.00 ლარით, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან - 90 კალენდარულ დღე.
75. ხელშეკრულების 8.2. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ის ოდენობით. 8.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
76. ხელშეკრულების 14.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეული ფასი და ჯამური ღირებულება.
77. მოპასუხის 2023 წლის 7 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პულოვერების მიწოდება დაწყებული იყო. სჭირდებოდათ დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის სრულად მიწოდებისთვის. მოსარჩელეს სთხოვეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაწეულიყო 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
78. წერილთან ერთად, წარადგინეს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ვადაგაგრძელებული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მოქმედების ვადით 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
79. 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N1 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
80. დადგენილია, რომ 23.03.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 1 810 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) და ქალის ზაფხული სეზონის ქვედაბოლოები მოსარჩელეს მიეწოდა 2023 წლის 23 მაისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით.
81. 23.03.2024 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდების ვალდებულება ვადისგადაცილებით შესრულდა. 7 000 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 40 დღის დაგვიანებით - 28.07.2023 წელს; 3 150 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 50 დღის დაგვიანებით - 07.08.2023 წელს; 3 150 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 52 დღის დაგვიანებით - 09.08.2023 წელს; 5 250 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა დაგვიანებით - 14.08.2023 წელს; 3 850 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 58 დღის დაგვიანებით, ხოლო მამაკაცის ზამთრის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) - 280 ლარის ღირებულების – 28 დღის დაგვიანებით - 15.08.2023 წელს; 2 800 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა დაგვიანებით - 15.09.2023 წელს; 3 745 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის) მოსარჩელეს მიეწოდა 92 დღის დაგვიანებით - 18.09.2023 წელს. ასევე, დადგინდა, რომ ვადის დაცვით - 2023 წლის 13 ივნისს, მიეწოდა მოსარჩელეს 7 070 ლარის ღირებულების მამაკაცის ზაფხულის სეზონის შარვლები (ადმინისტრაციის და აეროპორტის თანამშრომელთათვის).
82. 28.04.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია. ვადაგადაცილებით შესრულდა 12.06.2024 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულება. 3 038.00 ლარის ღირებულების გრძელმკლავიანი პულოვერი მოსარჩელეს მიეწოდა. 40 დღის დაგვიანებით, 20.10.2023 წელს. 25 725.00 ლარის ღირებულების გრძელმკლავიანი პულოვერები (ორი სახეობის) მოსარჩელეს მიეწოდა 65 დღის დაგვიანებით - 14.11.2023 წელს.
83. 2023 წლის 24 ნოემბრის წერილებით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დარღვეული იყო 23.03.2023 წლის N01/182/47, 28.04.2023 წლის N01/182/55 და 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულებების პირობები.
84. შესაბამისი წერილით ეცნობა, რომ 23.03.2023 წლის N01/182/47 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე, დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით - 13 379.90 ლარი წერილის გაგზავნის დროისთვის და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 1 997.00 ლარი. საბოლოოდ, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 9 785.30 ლარს.
85. ასევე ეცნობა, რომ 28.04.2023 წლის N01/182/55 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით - 34 890.60 ლარი და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 3 112.00 ლარი. სულ დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 40 456.00 ლარს. აქედან საკუთარი სახსრებით - 37 798.15 ლარი, ხოლო 2 657.85 ლარი საბიუჯეტო სახსრებიდან. იმავდროულად ეცნობა, რომ 12.06.2023 წლის N01/182/58 ხელშეკრულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე, დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით - 3 552.50 ლარი და 8.2. მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 1 960.00 ლარი. საბოლოოდ, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 5 512.50 ლარს. აქედან საკუთარი სახსრებით - 3 430.00 ლარი, ხოლო 2 082.50 ლარი საბიუჯეტო სახსრებიდან.
86. დადგენილია, რომ შპს „ლ–მა“ 2023 წლის 20 მარტის N01/182/47 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 199 700 ლარი, თავისი ვალდებულება დარღვევით შეასრულა - შესაბამისად ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება 33 749.30 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 1 997 ლარისა (199 700 X 1% = 1 997) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ისაგან), რამაც შეადგინა 159 დღე X 199.7 = 31 752.30. შპს „ლ–მა“, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ ჩააბარა 1 087 ცალი 38 105 ლარის ღირებულების საქონელი (საიდანაც 23 მაისს და 13 ივნისს მიწოდებული იყო ვადების დაცვით, ხოლო დანარჩენი ყველა მიწოდება შესრულდა ვადების დარღვევით), საიდანაც მას ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად გაექვითა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ნაწილი 23 659.20 ლარი, ხოლო დარჩენილი 14 445.80 ლარი გადაერიცხა შპს „ლ–ს“. შპს „ლ–ს“ დღეის მდგომარეობით, გადასახდელი დარჩა დარჩენილი დარიცხული პირგასამტეხლო 10 090.10 ლარის ოდენობით.
87. შპს „ლ–მა“ 2023 წლის 28 აპრილის N01/182/55 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 311 200 ლარი, თავისი ვალდებულება არ შეასრულა - შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით ერიცხება დავალიანება 40 456 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 3 112 ლარისა (311 200 X 1%=3112) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-საგან, რამაც შეადგინა 120 დღე X 311.2 = 37 344 ლარი).
88. შპს „ლ–მა“ 2023 წლის 12 ივნისის N01/182/58 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 196 000 ლარი, თავისი ვალდებულება დარღვევით შეასრულა - შესაბამისად ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება 16 660 ლარის ოდენობით (რომელიც შედგება ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 1% პროცენტის - 1 960 ლარისა (196 000 X 1% = 1 990) და 8.3 მუხლის საფუძველზე/ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % - ისაგან, რამაც შეადგინა ლარი). 75 დღე X 196 = 14 700 ლარი).
89. შპს „ლ–მა“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სულ ჩააბარა 587 ცალი - 28 763 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მას ხელშეკრულების 8.2 მუხლის თანახმად გაექვითა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ნაწილი 14 577.50 ლარი, ხოლო დარჩენილი 14 185.50 ლარი გადაერიცხა შპს „ლ–ს“. შპს „ლ–ს“, დღეის მდგომარეობით, გადასახდელი დარჩა დარჩენილი დარიცხული პირგასამტეხლო 2 082.50 ლარის ოდენობით.
90. მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოსარჩელემ - ბენეფიციარმა გამოითხოვა FG/23 001517/2, FG/23 001527/1 და FG/23 001541/1 გარანტიები, რომელთა საფუძველზე ანაზღაურებას დაექვემდებარა, შესაბამისად: 9 985.00 ლარი, 15 560.00 ლარი და 9 800.00 ლარი, სულ 35 345.00 ლარი. გარანტის მიერ გადარიცხული თანხებიდან ნაწილი მიმართულ იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რის შედეგადაც, მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, მაგრამ ნაწილი ისევ გადაუხდელია.
91. დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N01/182/47 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პოლიციელის უნიფორმის, ზაფხულის და ზამთრის სეზონის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის N01/182/55 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პოლიციელის უნიფორმის, ზაფხულის და ზამთრის სეზონის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის N01/182/58 ხელშეკრულება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - პულოვერების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების დანართებში აღწერილი პირობების შესაბამისად.
92. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ლ–ს“ შორის, 2023 წლის 20 მარტს, 2023 წლის 28 აპრილსა და 2023 წლის 12 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის თითოეული ხელშეკრულების 8.2. მუხლზე, რომლის მიხედვით, განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევის) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით; ხოლო 8.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის.
93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამიდან ორ სადავო ხელშეკრულებაში, როგორც დადგენილია, ვალდებულება დაირღვა ნაწილობრივ, კერძოდ, შესრულება ვადაგადაცილების გამო იყო ნაკლიანი, შესაბამისად, ამ შემთხვევის მოწესრიგება დაფუძნებული უნდა იყოს ხელშეკრულებათა 8.3. პუნქტზე, რომელიც ვადის გადაცილებით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში განსაზღვრავს პირგასამტეხლოს ოდენობას ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, სწორედ ამ მეთოდით უნდა იქნეს დათვლილი ამ ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სააპელაციო პალატამაც შესაბამისად მიუთითა.
94. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ორი სხვადასხვა შემთხვევაა მოწესრიგებული. კერძოდ, ხელშეკრულებების 8.2. პუნქტი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას. განსხვავებული მოწესრიგებაა შემოთავაზებული 8.3. პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ კი ხელშეკრულების ვალდებულების ვადაა დარღვეული შესრულების გადაცილების გამო. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ 8.2. პუნქტი არ აწესრიგებს ვადაგადაცილებით ვალდებულების შესრულების (მიწოდების) შემთხვევას.
95. მოსარჩელის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 16.07.2024 წლის ცნობით დგინდება, რომ სადავო N01/182/47 ხელშეკრულების 8.2. მუხლის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო არის 1 997.00 ლარი, ხოლო 8.3. მუხლის საფუძველზე - 159 დღიანი ვადაგადაცილების გამო – 31 752.30 ლარი. ამ თანხიდან გაქვითულია 23 659.20 ლარი, ხოლო დარჩენილია 10 090.10 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ვალდებულება შესრულდა დაგვიანებით, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა, რადგან, როგორც აღინიშნა, ასეთი სახის დარღვევისას წარმოშობილი პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი მოწესრიგებულია 8.3.-ე პუნქტში. სწორედ ამიტომ, დასახელებულ თანხებს უნდა გამოაკლდეს მითითებული 1997 ლარი და დასაკისრებელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 8 093.10 ლარით, რაც სააპელაციო პალატამ მართლზომიერად განსაზღვრა.
96. N01/182/55 ხელშეკრულების შემთხვევაში, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ 8.2. მუხლის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო არის 3 112.00 ლარი, ხოლო 8.3. მუხლის საფუძველზე – 37 344.00 ლარი. რადგან აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა, მოქმედებას იწყებს ხელშეკრულების 8.2. პუნქტი, ხოლო გამოირიცხება 8.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იმავე დასაბუთებიდან გამომდინარე, რაც ზემოთ აღინიშნა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან 37 344.00 ლარის გამოკლებისა და მოპასუხისთვის გადასახდელად 3 112.00 ლარის დაკისრების შესახებ დასაბუთება მართლზომიერია.
97. რაც შეეხება მესამე N01/182/58 ხელშეკრულებას, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ 8.2. მუხლის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო არის 1 960.00 ლარი, ხოლო 8.3. მუხლის საფუძველზე - 75 დღიანი ვადაგადაცილების გამო – 14 700.00 ლარი. ამ თანხიდან გაქვითულია 14 577.50 ლარი, ხოლო დარჩენილია 2082.50 ლარი. საკასაციო პალატა, როგორც პირველი ხელშეკრულების შემთხვევაში, აქაც მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულება მოხდა ვადაგადაცილებით, შესაბამისად, ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული წესით უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დათვლა, ამიტომ მოთხოვნილი დასახელებული თანხიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 1 960.00 ლარის და მოპასუხეს გადასახდელად 122.50 ლარის განსაზღვრა დასაბუთებულია.
98. საბოლოო ჯამში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განსაზღვრული ხელშეკრულების რომელი პუნქტებით უნდა ყოფილიყო თითოეული შემთხვევა მოწესრიგებული, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მართლზომიერი და დასაბუთებულია.
99. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი, რის გამოც ის, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
100. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N00189; გადახდის თარიღი: 12.01.2026) 2065.05 ლარის 70% - 1445.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი