დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 05.06.2026
საქმის ნომერი
ა-2071-შ-74-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2071-შ-74-2026

05 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.წ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ი.წ–სა (7839566A002PB0) და ვ.ი. ასული ზ–ნა-წ–ს (ზ–ა) (........) შორის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო ცერემონიების პალატის გომელის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს, სააქტო ჩანაწერის ნომერი 1338.

2. 2026 წლის 29 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.წ–მა და მოითხოვა ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ვ.ი. ასული ზ–ა-წ–ი იყო. საქმეზე გაიმართა ღია სასამართლო სხდომა და მოპასუხე ინფორმირებული იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.

4. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 23 თებერვალს.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.წ–ის შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2 პუნქტით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

12. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება. კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ი.წ–სა (7........) და ვ.ი. ასული ზ–ნა-წ–ს (ზ–ა) (......) შორის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო ცერემონიების პალატის გომელის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს, სააქტო ჩანაწერის ნომერი 1338, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.წ–ის შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსის რესპუბლიკის გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ი.წ–სა (.........) და ვ.ი. ასული ზ–ნა-წ–ს (ზ–ა) (.........) შორის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო ცერემონიების პალატის გომელის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს, სააქტო ჩანაწერის ნომერი 1338;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე