დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 07.07.2026
საქმის ნომერი
ა-2299-შ-83-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-2299-შ-83-2026

7 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ყ–ი

განხილვის საგანი – იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილებით ბ.კ. (დაბადებული 1982 წლის 1 ნოემბერს პალაჟში, ალბანეთი) შვილად აიყვანა არასრულწლოვანი ს.ყ–ი (დაბადებული 2006 წლის 19 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში, საქართველო), რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მიიღო ახალი გვარი/ვინაობა - ს. ბ.ყ–ი, ბ. კ–ს მხრიდან (დაბადებული 1982 წლის 1 ნოემბერს პალაჟში, ალბანეთი; მცხოვრები ფიეზოლეში, ფლორენცია, VIA F. FERRUCCI, 21).

2. ს.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით ს.ყ–ის შუამდგომლობა, იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ბ.კ. (დაბადებული 1982 წლის 1 ნოემბერს პალაჟში, ალბანეთი) შვილად აიყვანა არასრულწლოვანი ს.ყ–ი (დაბადებული 2006 წლის 19 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში, საქართველო), რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მიიღო ახალი გვარი/ვინაობა - ს. ბ–ყ–ი, ბ.კ–ს მხრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული. ასევე დგინდება, რომ მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილება ბოტა კოლეს მიერ არასრულწლოვანი ს.ყ–ის შვილად აყვანისა და ნაშვილების მიერ მეორე გვარის - ბ–ს მიღების შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ყ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2025 წლის 7 იანვრის N34/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.კ. (დაბადებული 1982 წლის 1 ნოემბერს პალაჟში, ალბანეთი) შვილად აიყვანა არასრულწლოვანი ს.ყ–ი (დაბადებული 2006 წლის 19 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში, საქართველო) და არასრულწლოვანმა მიიღო ახალი გვარი/ვინაობა - ს. ბ–ყ., ბ. კ–ს მხრიდან (დაბადებული 1982 წლის 1 ნოემბერს პალაჟში, ალბანეთი; მცხოვრები ფიეზოლეში, ფლორენცია, VIA F. FERRUCCI, 21).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია