დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-3371-შ-115-2026 03 აგვისტო, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
შუამდგომლობის ავტორი – ი.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.მ–ი
განხილვის საგანი – საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი - განქორწინება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ო–სა და ჯ.მ–ის შორის, 1999 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. ასევე, განისაზღვრა განქორწინების თანმდევი შედეგები ბავშვებთან მიმართებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ო–მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ი.ო–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ო–სა და ჯ.მ–ის შორის, 1999 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ხოლო, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, ი.ო–სა და ჯ.მ–ის შორის, 1999 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში რეგისტრირებული ქორწინების განქორწინებით შეწყვეტის შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ო–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის, ევრეს დიდი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო დავათა მოსამართლის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, ი.ო–სა და ჯ.მ–ის შორის, 1999 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში რეგისტრირებული ქორწინების განქორწინებით შეწყვეტის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია