დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 14.09.2026
საქმის ნომერი
ა-2962-შ-77-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
14.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2962-შ-77-2025

14 სექტემბერი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „კ.გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ნ–ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024

დავის საგანი – თანხის დაკისრება

მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს, 2024 წლის 29 ნოემბრის, საქმეზე N260/2024 გადაწყვეტილებით, შპს „G. N.-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (..........ოფისი 306, ქ. ოდესა, ........., უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი: ............) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარი. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემის დღიდან, საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

2. შპს „კ.გ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის საქმეზე N260/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორმა, წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ასევე მოითხოვა, მოპასუხის სახელზე, საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება და საკასაციო პალატაში წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ შპს „ჯ.ნ–სის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე წარმოადგინა ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მასზედ, რომ შპს „ჯ.ნ–სი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ განცხადება უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N260/2024) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ჯ.ნ–სის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...........) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 53 360.00 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემებისა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024, რომლითაც შპს „G. N.-ს“ (ზუგდიდი, .......... ქუჩა N23, საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (..........., ოფისი ........, ქ. ოდესა, ........., უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი:.........) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარი.

5. 2026 წლის 04 სექტემბერს, უზენაეს სასამართლოს, განცხადებით მომართა შპს „კ.გ–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების, ყადაღის არსებობის აუცილებლობა და ბანკში განთავსებული დაყადაღებული სახსრები განთავისუფლდეს და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა (განცხადება) უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს. საქმე №ა-3603-შ-90-2018 26 დეკემბერი, 2019 წელი,8. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ განცხადება უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N260/2024) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ჯ.ნ–სის (საიდენტიფიკაციო ნომერი: .........) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 53 360.00 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემებისა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

10. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024, რომლითაც შპს „G. N.-ს“ (ზუგდიდი, .......... ქუჩა N23, საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (....... ქ., ოფისი 3......, ქ. ოდესა, ........, უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი:..........) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარი.

11.საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-501-2023, 04.08.2023წ.; №ას-89-2021, 07.02.2023წ.).

13. ამასთან, მითითებული მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შპს „კ.გ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უკრაინის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N260/2024, რომლითაც შპს „G. N.-ს“ (ზუგდიდი, .......... ქუჩა N23, საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.გ–ის“ (........., ოფისი ....., ქ. ოდესა, ......., უკრაინა, საიდენტიფიკაციო კოდი:..........) სასარგებლოდ დაეკისრა მიუწოდებელი საქონლისთვის 50 000.00 აშშ დოლარის ოდენობით წინასწარი გადახდის ამოღება და 3 360.00 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ანაზღაურება, სულ 53 360.00 აშშ დოლარი.

15.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენა სახეზეა: განმცხადებელი ითხოვს მისი შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.

16. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე, 285-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.გ–ის“ წარმომადგენლის ზ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ჯ.ნ–სის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 53 360.00 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემებისა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი