ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, ხელს უწყობენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ი.ა) ადმინისტრაციული პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავიანთ ძირითად პროფესიულ საქმიანობას, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭებათ მოხელის კლასი; ი.ბ) ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; ი.გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირი, სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობა, ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობა ან ტექნიკური პერსონალის თანამდებობა

დიპლომატიური სამსახურის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →