აეროდრომი (მათ შორის, ვერტოდრომი)

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის; ბ) ავარია – საავიაციო შემთხვევა ადამიანების მსხვერპლის გარეშე, რამაც გამოიწვია საჰაერო ხომალდის დაზიანება ან დაშლა ან მგზავრების, ეკიპაჟის ან მესამე პირების სხეულის დაზიანება, რომლის დროსაც: ბ.ა) ირღვევა საჰაერო ხომალდის პლანერის კონსტრუქციის სიმტკიცე ძალური ელემენტების დაშლის გამო; ბ.ბ) უარესდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური, ან საფრენოსნო მახასიათებლები და საჭიროა რემონტი მათ აღსადგენად, ან მიზანშეუწონლად არის მიჩნეული მისი საფრენად ვარგისიანობის აღდგენა; გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი; დ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილია

საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →