სურსათი, რომელიც მომხმარებლის მიერ საქართველოში სურსათად არსებითად არ გამოიყენებოდა 2018 წლის პირველ მაისამდე და რომელიც მიეკუთვნება შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთ კატეგორიას: ა.ა) ახალი ან წინასწარ, მიზანმიმართულად შეცვლილი (მოდიფიცირებული) მოლეკულური სტრუქტურის მქონე სურსათი, რომელშიც ეს სტრუქტურა არ იყო გამოყენებული სურსათად ან სურსათში 2018 წლის პირველ მაისამდე; ა.ბ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია (იზოლირებულია) ან წარმოებულია მიკროორგანიზმებისგან, სოკოებისგან ან წყალმცენარეებისგან; ა.გ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია (იზოლირებულია) ან წარმოებულია მინერალური წარმოშობის მასალისგან; ა.დ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია (იზოლირებულია) ან წარმოებულია მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სურსათს აქვს ქვეყანაში უვნებელი გამოყენების ისტორია და შედგება, გამოყოფილია (იზოლირებულია) ან წარმოებულია მცენარისგან ან იმავე მცენარის სხვა სახეობებისაგან, რომლებიც მიღებულია ერთ-ერთი მეთოდით: ა.დ.ა) გამრავლების ტრადიციული მეთოდ(ებ)ით, რომელიც გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე; ა.დ.ბ) გამრავლების არატრადიციული მეთოდ(ებ)ით, რომელიც არ გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე და ეს მეთოდ(ებ)ი არ იწვევს სურსათის შემადგენლობის ან სტრუქტურის ისეთ არსებით ცვლილებებს, რომელიც გავლენას ახდენს სურსათის კვებით ღირებულებაზე, მეტაბოლიზმზე ან არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დონეზე; ა.ე) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია (იზოლირებულია) ან წარმოებულია ცხოველისგან ან მისი ნაწილებისგან, გარდა იმ ცხოველ(ებ)ისა, რომლებიც მიღებულია მოშენების ტრადიციული მეთოდებით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენებოდა სურსათის წარმოებისთვის 2018 წლის პირველ მაისამდე და ამ ცხოველებიდან მიღებულ სურსათს აქვს ქვეყანაში უვნებელი გამოყენების ისტორია; ა.ვ) სურსათი, რომელიც შედგება, გამოყოფილია(იზოლირებულია) ან წარმოებულია ცხოველის, მცენარის, მიკროორგანიზმის, სოკოს ან წყალმცენარის უჯრედული კულტურის ან ქსოვილოვანი კულტურისაგან; ა.ზ) სურსათი, რომელიც მიღებულია ისეთი საწარმოო პროცესის შედეგად, რომელიც ქვეყანაში არ გამოიყენებოდა 2018 წლის პირველ მაისამდე და ეს პროცესი იწვევს სურსათის შემადგენლობის ან სტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც გავლენას ახდენს სურსათის კვებით ღირებულებაზე, მეტაბოლიზმსა ან არასასურველი ნივთიერების შემცველობის დონეზე; ა.თ) სურსათი, რომელიც შედგება ამ წესით განსაზღვრული ხელოვნური ნანომასალისაგან; ა.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და სხვა ნივთიერებები, როდესაც, წარმოების პროცესი, რომელიც არ გამოიყენებოდა ქვეყანაში სურსათის წარმოებისათვის 2018 წლის პირველ მაისამდე, გამოიყენებოდა ამ პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ან რომელიც შეიცავს ან შედგება ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელოვნური ნანომასალისაგან; ა.კ) სურსათი, რომელიც 2018 წლის პირველ მაისამდე გამოიყენებოდა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სასურსათო დანამატ(ებ)ში და, რომელიც 2018 წლის პირველი მაისის შემდეგ, გარდა სასურსათო დანამატებისა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა სურსათში; ბ) სურსათის უვნებელი გამოყენების ისტორია სხვა ქვეყანაში – სულ მცირე 25 წლის განმავლობაში, სხვა ქვეყნის მოსახლების სულ მცირე ერთი მესამედის მიერ, ჩვეულებრივ კვებაში მუდმივად გამოყენების საფუძველზე, სურსათის უვნებლობა დადასტურებულია შესაბამისი მონაცემებით ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნამდე
ახალი („ნოველ“) სურსათი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით