(ამოღებულია); ს1) გამარტივებული შესყიდვა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასთან ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →