თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ1“ და „ვ1“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ა1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ