ჩამარხვა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5336 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3604 – ვებგვერდი, 21.11.2018

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ · მუხლი 6

ყველა ტერმინი →