ექსპორტიორი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ფიზიკური ან იურიდიული პირი: თ.ა) რომლის სახელითაც იქნა წარდგენილი ექსპორტის დეკლარაცია, რომელიც დეკლარაციის მიღების დროს წარმოადგენს ხელშეკრულებას იმპორტიორ მხარესთან ან სხვა ქვეყანასთან და აქვს უფლება, გაიტანოს ქიმიური ნივთიერებები საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; თ.ბ) რომელსაც არ აქვს გაფორმებული ექსპორტის ხელშეკრულება ან არის ხელშეკრულების წარმომდგენი, არ მოქმედებს საკუთარი სახელით და აქვს ქიმიური ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან გატანის უფლება; თ.გ) რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და რომელსაც ექსპორტის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირთან, რომელსაც აქვს ქიმიური ნივთიერებების განკარგვის უფლებამოსილება

ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →