ელექტრონული ფული

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, მესამე პირებიც აღიარებენ; ჰ​1) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელისგან ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მხოლოდ მიმღებისთვის ან მისი სახელით მოქმედი სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასაცემად ან/და ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მიმღების სახელით და უზრუნველყოფილია ამ ფულადი სახსრების მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა. ფულადი გზავნილი ხორციელდება გადამხდელის ან/და მიმღების სახელზე საგადახდო ანგარიშების გახსნის გარეშე; ჰ2 ) გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია; ჰ3 ) საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე; ჰ4 ) მუდმივი დავალება − გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზედაც პროვაიდერი ახორციელებს რეგულარულ გადახდებს მიმღების სასარგებლოდ; ჰ​5) პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის (დადებეტების) მიზნით, გადამხდელის მიერ მიმღებისთვის, მიმღების პროვაიდერისთვის ან გადამხდელის პროვაიდერისთვის გაცემული წინასწარი თანხმობის საფუძველზე; ჰ​6) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საშუალებას აძლევს, მოახდინოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამოცნობა/იდენტობის დადგენა ან საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას; ჰ​7) ექვაირინგი − საგადახდო მომსახურება, რომელსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს და რომელიც მოიცავს გადახდის ოპერაციის მიღებასა და დამუშავებას, რის შედეგადაც ფულადი სახსრები გადაირიცხება მიმღებთან; ჰ8 ) აგენტი − პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახელით; ჰ9 ) მნიშვნელოვანი წილი − განცხადებული თუ შევსებული კაპიტალის წილის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →