მონაცემთა ცენტრალური ბანკი) კონტროლის ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს: ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ