საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა; ბ) მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო – საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განსახორციელებლად შემუშავებული მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შესაძლებელია, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით და შემუშავდეს და პერიოდულად განახლდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით; გ) პროექტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი; დ) პროექტის კონცეფციის ბარათი – პროექტის აღწერა, რომელიც მზადდება პროექტის იდენტიფიცირების ეტაპზე, პროექტის სიღრმისეული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ე) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო ყველა ხარჯი, პროექტით დაგეგმილი შედეგების მისაღებად საჭირო მთლიანი ფინანსური რესურსი, რაც მოიცავს, როგორც საწყისი ინვესტიციის ხარჯს, ასევე ყველა სხვა ხარჯს, რომლის გაწევაც საჭირო გახდა პროექტის მიმდინარეობის/განხორციელების პროცესში; ვ) სააგენტო – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო; ზ) საუკეთესო სტანდარტები და საერთაშორისო გამოცდილება – საუკეთესო სტანდარტები, რაც დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მიერ შემუშავებული, კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პერიოდულად განახლებადი საკანონმდებლო გზამკვლევის, კონცესიების გაცემის შესახებ ევროკავშირის 2014/23/EU დირექტივის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებზე შემუშავებული პუბლიკაციებისა და შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად; თ) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების ეტაპზე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით და ამ წესის მიხედვით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; ი) ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია – მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორის შესადარებელი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა შედარდეს საზოგადოებისათვის ერთისა და იმავე შედეგების სპეციფიკაციის მომტანი პროექტის განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობით და სახელმწიფო შესყიდვის გზით, უზრუნველყოფილ იქნეს რისკის ოპტიმალური განაწილება და დადასტურდეს, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საჯარო და კერძო თანამშრომლობა იძლევა წმინდა ეკონომიკურ სარგებელს, წარმოადგენს ოპტიმალურ გზას ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ფასთან შეფარდებას. აღნიშნული შეფასების მეთოდოლოგია, მათ შორის, შეფასების მეთოდები, პროცესი, სახელმწიფო სექტორის შესადარებელი ინსტრუმენტის გამოყენების წესი და გამოთვლის სპეციფიკაციები შესაძლებელია, დაზუსტდეს მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი; კ) ხელშეკრულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც განმარტებულია კანონში, აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობ
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ