გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. გემის რეგისტრაციის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის I ეტაპზე, ხოლო გემის სარეგისტრაციო მოწმობა იმავე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის IV ეტაპზე; ბ.ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას გაიცემა გემის რეგისტრაციის მოწმობა – Certificate of Registry; ბ.ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში 100 რეგისტრული ტონა და მეტი ტევადობის გემის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა შიდა ნაოსნობის მითითებით; ბ.გ) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლების გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შესაბამისი ნაოსნობის გემების წიგნში გემის რეგისტრაციისას; ბ.დ) სარეგისტრაციო მოწმობა ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციისას გაიცემა ბერბოუტ-ჩარტერის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმით – Bareboat Charter Certificate of Registry; ბ.ე) მშენებარე გემის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მშენებარე გემების წიგნში რეგისტრაციის მოწმობის ფორმით, იმის მითითებით, რომ გემი არის მშენებარე – Under Construction.
გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ