გემის სარეგისტრაციო ნომერი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციის რიგითი ხუთციფრიანი ნომერი, შემდეგი ინდექსით: ა.ა) M-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეუზღუდავ ნაოსნობას ღია ზღვაში; ა.ბ) C-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრიდება შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და ახორციელებს შეზღუდულ შიდა ნაოსნობას; ა.გ) BC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში და ახორცილებს შიდა ან საერთაშორისო ნაოსნობას; ა.დ) UC-00000 – ენიჭება გემს, რომელიც რეგისტრირდება მშენებარე გემების წიგნში.

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →