გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს: ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4258 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4598 – ვებგვერდი, 05.08.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5618 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1316 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1301 – ვებგვერდი, 23.12.2025

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →