ინოვაცია

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის: ა.ა) ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას; ა.ბ) ინოვაციური პროცესი – წარმოების ან მომსახურების ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის არის სიახლე ან გაუმჯობესება, იმის მიუხედავად, ეს პროცესი სხვა პირის მიერაა შექმნილი თუ არა; ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია – მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მიმართულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ან/და ცოდნის გამოყენების გაუმჯობესებისკენ ან ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისკენ; ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი – მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის და ამ პროდუქტის პოპულარიზაციისა და შეთავაზების მნიშვნელოვანი ცვლილებები

ინოვაციების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →