ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

პირი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია მეზღვაურთა კონკრეტული ტიპისა და დონის წვრთნისა და კომპეტენციის შეფასებისათვის კონვენციის I/6 რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ჰ5 ) შესაბამისად კვალიფიციური ინსტრუქტორი − პირი, რომელსაც აქვს მართვის დონის კომპეტენცია და რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია მეზღვაურის წვრთნაზე, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის შესაბამისად სერტიფიცირებასთან. მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 6 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები; ჰ ​ 6) დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჰ7 ) საერთო ტევადობა – ტევადობა, როგორც ეს განმარტებულია „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციაში; ჰ 8) შესაბამისი საზღვაო განათლება – საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →