ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია: თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ; თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით; თ.გ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385); თ.დ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385); თ.ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385)
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ