ნებისმიერი პირი, რომელიც დაქირავებულია სამუშაოდ, დასაქმებულია ან ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობს გემზე, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ საზღვაო ნაოსნობაში, გარდა სამხედრო გემებისა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული მიზნებით გამოყენებული გემებისა; დ) გემის ეკიპაჟის წევრი – მეზღვაური, რომელიც განეკუთვნება გემის მართვის, ექსპლუატაციის და დამხმარე დონის კატეგორიას; ე) გემის პერსონალის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე, გარდა გემზე ეკიპაჟის წევრისა და გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნა/მომზადება და ფლობს სათანადო სერტიფიკატს; ვ) სუპერინტენდანტი – საზღვაო მომზადების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე; ზ) D3 კატეგორიის ვიზა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის ვიზა. 2. ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა (STCW) (ყველა ცვლილების გათვალისწინებით) და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობი
მეზღვაური
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით