ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილეც ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით; ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით; ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ო.გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დროსაც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ