პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამ მუხლის „ბ1“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა; ბ1) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება და რომლის შესახებ მონაცემებიც შეტანილია ამ მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში; ბ2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე; ბ3) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის: ბ3.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი); ბ3.ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი; ბ3.გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; ბ3.დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ