ოკუპაციური თერაპევტი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სკოლის გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასებას და განვითარებას თერაპიული ჩარევის, აქტივობებისა და გარემოს მორგების, ადაპტური საშუალებების შერჩევისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირების გზით

ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

თერაპევტი, რომელიც მკურნალობს გონებრივად და ფიზიკურად უნარშეზღუდულ ადამიანებს. ოკუპაციური თერაპიის დარგის მიზანია პიროვნების ხელშეწყობა, რათა მან მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და დამოუკიდებლობას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →