სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიური უფლება. ეს ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, თავისი რისკითა და ხარჯებით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის აღმოჩენისა და მოპოვების შემთხვევაში; ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება; ა.ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია; ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას; ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას; ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი; ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები – ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით; ა.ზ) სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი – წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი; ა.თ) ათვისების გეგმა − ნავთობისა და გაზის საბადოს ან/და ბუნებრივი წყალბადის საბადოს ათვისების გეგმა; ა.ი) ემინენტ დომეინი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად; ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები; ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ არის არამაგისტრალური მილსადენი ან ამ კანონით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება; ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა, ამ კანონის მიზნებისათვის ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით