პროცენტად ითვლება: ბ.ა) (ამოღებულია

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

28.06.2023, №3350); ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი; ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით; ბ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდების ფასსა და შეძენის ფასს შორის სხვაობის თანხის ნაწილი ამ ფასიან ქაღალდზე მიწოდების მომენტამდე დარიცხული და აუნაზღაურებელი პროცენტის ოდენობით; ბ.ე) რეპო შეთანხმების ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის ფასსა და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის წინასწარ შეთანხმებულ ფასს შორის სხვაობა; ბ.ვ) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული ანაზღაურების თანხა, რომელიც არის აღნიშნული გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდებზე დარიცხული და მყიდველის მიერ ფაქტობრივად მიღებული პროცენტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 8

ყველა ტერმინი →