საბლანკო სესხი

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით; მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად

კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად

მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რეგისტრაციის წესების დარღვევის ან სხვა საფუძვლით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →