მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის; [ ჯ 1 ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი − იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის; ჯ 2 ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი − სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად; ჯ 3 ) ტუროპერატორი − „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტუროპერატორი; ჯ 4 ) ბილეთების გამყიდველი − პირი, რომელიც ახორციელებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით საცალო ვაჭრობას და ყიდის ბილეთებს, მათ შორის, პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის ბილეთებს, ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე; ჯ 5 ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი − პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ჯ 6 ) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი − ფიზიკური პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის, თუმცა რომლის ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება შეზღუდულია და რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა მან სხვა მგზავრების მსგავსად შეძლოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა; ჯ 7 ) დანიშნულების პუნქტი − ბილეთში მითითებული გადმოსხდომის პუნქტი; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით