საღებავი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნივთიერება, რომელიც აძლევს ან რომელიც აღადგენს სურსათის შეფერილობას და მოიცავს სურსათის ბუნებრივ კომპონენტებს ან ბუნებრივ წყაროებს, რომლებიც, როგორც წესი, არ გამოიყენება სურსათად და სურსათის ტიპურ ინგრედიენტად. პრეპარატები, რომლებიც მიიღება სურსათიდან და სურსათის სხვა საკვებად ვარგისი ბუნებრივი წყაროებიდან ფიზიკური და/ან ქიმიური ექსტრაქციით, რასაც თან ახლავს საკვებ ან არომატულ კომპონენტებთან დაკავშირებული პიგმენტების სელექციური ექსტრაქცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის წარმოადგენს საღებავებს

საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →