ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით; ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით; ა.გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით; ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით; ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით; ა.ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად
სახელმწიფო შესყიდვა
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით