საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის, საერთო დანიშნულების ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის: უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნებისთვის; უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პირადი მიზნით და არა სატრანსპორტო ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის; უ.გ) სპეციალიზებული ავიაცია (საავიაციო სამუშაოები) − საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება როგორც პირადი, ისე კომერციული მიზნით, საავიაციო სამუშაოების (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები, აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა) შესასრულებლად
სამოქალაქო ავიაცია
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით