ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები
სანებართვო მოსაკრებელი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით