სდპ) – იურიდიული პირი, რომელიც არის: ყ.ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ბ) კომერციული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ყ.ბ1) მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ე) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანია; ყ.ვ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია; ყ.ვ1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მართავს საპენსიო სქემას; ყ.ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა); [ ყ.ი) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანია; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით