თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; მ2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, მისი გაცემისა და წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; [ მ 2 ) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომელთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით