ტექნოლოგიური საშუალება

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ · მუხლი 4

ყველა ტერმინი →