ღონისძიებები და პირობები, რომლებიც საჭიროა საფრთხეების კონტროლის და ცხოველის მოხმარებისათვის ვარგისი ცხოველის საკვებით უზრუნველყოფისათვის, მისი მიზნობრივი გამოყენების გათვალისწინებით; ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) ცხოველის საკვების დანამატები (feed additive) – ნივთიერებები ან მიკროორგანიზმები, რომლებიც დაშვებულია ცხოველთა კვებაში გამოსაყენებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საწარმო – ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი საწარმოო ერთეული; ე) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება – სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, მათ შორის, განსაკუთრებით მოსავლის მოყვანა, აღება, რძის წველა, ცხოველების მოშენება (დაკვლამდე) ან თევზჭერა ცხოველის ისეთი საკვების მისაღებად, რომელიც არ დაექვემდებარება ნებისმიერ სხვა ოპერაციას მოსავლის აღება-შეგროვების ან დაჭერის შემდეგ, გარდა მარტივი ფიზიკური დამუშავებისა; ვ) პარტია – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელსაც აქვს საერთო მახასიათებლები, როგორიცაა წარმოშობა, სახეობა, შეფუთვის ტიპი, შემფუთავი, ტვირთგამგზავნი ან ეტიკეტირება და, წარმოების პროცესის შემთხვევაში, წარმოადგენს წარმოების ერთეულს ერთი საამქროდან, რომელიც იყენებს ერთგვაროვანი წარმოების პარამეტრებს ან რამდენიმე ასეთ ერთეულს, როდესაც წარმოებულია უწყვეტად და შენახულია ერთად; ზ) ზეთიდან და ცხიმიდან მიღებული პროდუქტი – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირდაპირ ან არაპირდაპირ ნედლი ან აღდგენილი ზეთიდან ან ცხიმიდან, ოლეოქიმიური ან ბიოდიზელის გადამუშავებით ან გამოხდით, ქიმიური და ფიზიკური რაფინირების შედეგად, გარდა: ზ.ა) რაფინირებული ზეთისა; ზ.ბ) რაფინირებული ზეთიდან მიღებული პროდუქტებისა; ზ.გ) ცხოველის საკვების დანამატებისა; თ) ცხიმის შერევა – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოებისას (ცხოველის საკვების მასალის კატალოგის (COMMISSION REGULATION (EU) No 68/2013 of 16 January 2013 on the Catalogue of feed materials) დანართი N1-ის ,,გ“ ნაწილით წარმოდგენილი და ერთი და იმავე სახეობის მცენარისგან ან ცხოველისგან მიღებული კომპონენტებიდან) ან ცხოველის საკვების მასალების წარმოებისას, ნედლი ზეთის, რაფინირებული ზეთის, ცხოველური ცხიმის, ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით გათვალისწინებული სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ აღდგენილი ზეთის ან მათგან წარმოებული პროდუქტების შერევით, შერეული ზეთის ან ცხიმის წარმოება, გარდა: თ.ა) თანმიმდევრული პარტიების ცალკე შენახვისა; თ.ბ) მხოლოდ რაფინირებული ზეთების შერევისა; ი) რაფინირებული ზეთი ან ცხიმი – ამ წესის V თავის მიზნებისათვის ზეთი ან ცხიმი, რომელიც გადის რაფინირების პროცესს, რა დროსაც ხდება მინარევების ან არასასურველი კომპონენტების სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური/ქიმიური დამუშავებით; კ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები ( მასში ცხოველის საკვების დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილება უშუალოდ ასეთი საკვებით ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით; ლ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება, მაგრამ არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, როგორიცაა: საბეწვე ცხოველები, შინაური ბინადარი ცხოველები და ლაბორატორიაში, ზოოპარკში ან ცირკში არსებული ცხოველები; მ) ანტიოქსიდანტები – ნივთიერება, რომელიც ცხოველის საკვებსა და ცხოველის საკვების მასალას იცავს გაფუჭებისაგან, ჟანგვითი პროცესების საშუალებით ზრდის მის ვარგისიანობის ვადას. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. თავი II ვალდებულებე
ცხოველის საკვების ჰიგიენა
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით