თვითმომსახურება

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საბითუმო მომსახურება, რომელიც გამოიყენება ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირის მიერ საცალო ბაზრის სეგმენტზე საკუთარი საცალო აბონენტებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად; ლ)ჰიპოთეტური მონოპოლისტის ტესტი – რაოდენობრივი ანალიზის ჰიპოთეტური დაშვება, რომლის ფარგლებშიც კომისიამ უნდა გააანალიზოს მომხმარებლის ან/და მიმწოდებლის ქცევა მომსახურების ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ზრდის შემთხვევაში, იმ დაშვებით, რომ ყველა სხვა მომსახურების ფასი უცვლელი რჩება (ფასის შედარებითი ზრდა). მიუხედავად იმისა, რომ ფასის შედარებითი ზრდის მნიშვნელობა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული, კომისიამ უნდა განიხილოს, ზოგადად, მომხმარებლის ან/და მიმწოდებლის რეაქცია ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ფასის ზრდაზე (როგორც წესი, 5-დან 10%-მდე) ხომ არ აქცევს ფასის ამგვარ ზრდას არამომგებიანად. ჰიპოთეტური მონოპოლისტის ტესტის ფარგლებში უნდა შეფასდეს, გამოიწვევს თუ არა მომსახურებაზე ფასის ზრდა ავტორიზებული პირის გაყიდვების კრიტიკულ დანაკარგს, რომელიც გამოწვეული იქნება მომხმარებლების/მიმწოდებლების მიერ ალტერნატიული მომსახურების მოხმარებაზე/მიწოდებაზე გადართვით და რომელიც გადაფარავს ავტორიზებული პირის მიერ მომსახურებაზე გაზრდილი ფასიდან მისაღებ მოგებას. 2. ამ პროცედურებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული მნიშვნელობ

ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →