უძრავი ქონება

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ · მუხლი 2

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომლის ნუსხა ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 1

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები

სახელმწიფო ქონების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →