ურთიერთდამოკიდებული პირები

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან: ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს ერთი ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას და იმავდროულად – სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი; ლ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირები

კონკურენციის შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →