ერთი ან ორი სავარძლის მქონე ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელიც შეესაბამება შემდეგი კლასების ერთ-ერთ განმარტებას: ჟ.ა) 1-ელი კლასი – მოტოდელტაპლანი არის ერთი ძრავის მქონე, საჰაერო ხრახნით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ხისტი ფრთით, რომლის ქვეშ, როგორც წესი, მიმაგრებულია ძრავის მქონე ურიკა და აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: ჟ.ა.ა) მაქსიმალური სიმძლავრე: ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში არაუმეტეს 60 კვტ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში – 75 კვტ; ჟ.ა.ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასა: ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში არაუმეტეს 300 კგ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში 450 კგ; მასა შეიძლება გაიზარდოს 15 კგ-ით ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში ან 25 კგ-ით ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში და 30 კგ-ით წყალზე დასაფრენად გათვალისწინებული ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში და 45 კგ-ით – ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში; ჟ.ა.გ) VS0 არაუმეტეს 35 კვანძი (65 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე; ჟ.ბ) მე-2 კლასი – თვითმფრინავი არის მრავალღერძიანი, ერთი ძრავის მქონე, საჰაერო ხრახნით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ფიქსირებული ფრთით და აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: ჟ.ბ.ა) მაქსიმალური სიმძლავრე: ერთსავარძლიანი ზსხ–ს შემთხვევაში არაუმეტეს 65 კვტ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში – 85 კვტ; ჟ.ბ.ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასა: ერთსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში არაუმეტეს 330 კგ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში – 500 კგ; მასა შეიძლება გაიზარდოს 15 კგ-ით – ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ერთსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში ან 25 კგ-ით ორსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში; წყალზე დაფრენისთვის გათვალისწინებული ერთსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში 30 კგ-ით და 45 კგ-ით ორსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში. ჟ.ბ.გ) VS0 არაუმეტეს 38 კვანძი (70 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე; ჟ.გ) მე-3 კლასი – ავტოჟირი არის ზემსუბუქი ავტოჟირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: ჟ.გ.ა) საჰაერო ხრახნით აღჭურვილი ერთი ძრავის მქონე საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში არის არაუმეტეს 85 კვტ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ს შემთხვევაში – 105 კვტ; ჟ.გ.ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასა: ერთსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში არაუმეტეს 330 კგ, ხოლო ორსავარძლიანი ზსხ-ის შემთხვევაში – 500 კგ; მასა შესაძლებელია გაიზარდოს 15 კგ-ით, ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ერთსავარძლიანი ავტოჟირის შემთხვევაში ან 25 კგ-ით ორსავარძლიანი ავტოჟირის შემთხვევაში; წყალზე დაფრენისთვის გათვალისწინებული ერთსავარძლიანი ავტოჟირის შემთხვევაში – 30 კგ-ით და 45 კგ-ით ორსავარძლიანი ავტოჟირის შემთხვევაში. ჟ.გ.გ) მზიდი ხრახნის დატვირთვა მაქსიმალურ ასაფრენ მასაზე – 4,5კგ/მ2-დან 12 კგ/მ2-მდე. ჟ.დ) მე-4 კლასი – ზემსუბუქი შვეულმფრენი არის საჰაერო ხომალდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: ჟ.დ.ა) ერთი ძრავის მქონე საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე ერთსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში არაუმეტეს 85 კვტ, ხოლო ორსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში – 105 კვტ; ჟ.დ.ბ) მაქსიმალური ასაფრენი მასა: ერთსავარძლიანი შვეულმფრენის შემთხვევაში არაუმეტეს 330 კგ, ხოლო ორსავარძლიანი შვეულმფრენის შემთხვევაში – 500 კგ; მასა შეიძლება გაიზარდოს 15 კგ-ით, ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ერთსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში, ან 25 კგ-ით ორსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში; წყალზე დაფრენისთვის გათვალისწინებული ერთსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში 30 კგ-ით და 45 კგ-ით ორსავარძლიანი ზემსუბუქი შვეულმფრენის შემთხვევაში; ჟ.დ.გ) მზიდი ხრახნის დატვირთვა მაქსიმალურ ასაფრენ მასაზე: 8-დან 20 კგ/მ2-მდე. ჟ.ე) 1-ელი და მე-2 კლასის ზსხ-ის ქვეკლასები – 1A და 2A ქვეკლასის ზსხ დამხმარე ძალური დანადგარით აკმაყოფილებს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: ჟ.ე.ა) სავარძლების რაოდენობა: ერთი; ჟ.ე.ბ) მაქსიმალური სიმძლავრე არაუმეტეს: 30 კვტ; ჟ.ე.გ) მაქსიმალური ასაფრენი მასა არაუმეტეს: 170 კგ; ჟ.ე.დ) ფრთის დატვირთვა მაქსიმალურ ასაფრენ მასაზე: 30 კგ/მ2-ზე ნაკლებია; ჟ.ე.ე) 1A და 2A ქვეკლასის ზსხ-ისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ასაფრენი მასა შეიძლება გაიზარდოს ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ან წყალზე გამოსაყენებლად გათვალისწინებული ზსხ-ის შემთხვევაში. შენიშვნა: ზსხ-ის სხვადასხვა კლასისთვის მითითებული ზსხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის მნიშვნელობები განსაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად და იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს ზსხ-ის მწარმოებლის მიერ ზსხ-ის შემუშავებისას განსაზღვრული მაქსიმალური ასაფრენი მასის მნიშვნელობისგან. 2. ამ წესში მოცემულ განმარტებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ