„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს
დადგენილება №19
2010 წლის 9 სექტემბერი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის№1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44 -ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად ,
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე -3 მუხლის მე -9 პუნქტის „გ1“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე -3 მუხლის მე -11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დ. მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა.“.
3. მე -3 მუხლის მე -12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„12.თვითმმართველი ერთეულის საკუთარ ი და საკრებულოს განსაკუთრებულ ი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით საკრებულოს შეუძლია შექმნას საკონსულტაციო, სათათბირო და მონიტორინგის ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც , გარდა საკრებულოს წევრებისა და თვითმმართველობის მოხელეებისა, შესაძლებელია ჩართული იყვნენ რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.“.
4. მე -17 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1. გასცემს მშენებლობის ნებართვას და შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტს, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის განუყოფელ ნაწილს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ . ბარათაშვილი