„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №132
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) რეფერენტი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;
დ) კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) წამყვანი მანდატური;
ზ) უფროსი სპეციალისტი;
თ) უფროსი მანდატური.“;
ბ) 1091 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1091. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) გენერალური დირექტორი;
ბ) გენერალური დირექტორის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის დირექტორი;
დ) სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მდივანი.“;
გ) 1093 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1093. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) უფროსი სპეციალისტი.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი