„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.014.146
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №19
2010 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ.1625) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 29.01.2010. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 110060010.22.027.014146.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №19, 29.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.014146 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1000632/