საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 29/01/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2010 მიღება
13.08.2013 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კონსოლიდირებული რედაქციები (3)

📅 მოქმედების პერიოდი: 13.08.2013დღემდე
ცვლილებები (2)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (24.03.2013 → 13.08.2013)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.014.147

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №20

2010 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო (შემდგომში –სამმართველო) არის საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფი.

2. თავის საქმიანობაში სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში პროკურატურის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები

1. სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

2. საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე  კონტროლის განხორციელების მიზნით სამმართველო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმის ჩათვლით; 

ბ) მოიწვიოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, თანამდებობის პირი ან მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გ) მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები საპროკურორო საქმიანობის კონტროლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ; 

დ) განახორციელოს მთავარი პროკურორის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს სამმართველოს მუშაობაზე და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე)  წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ)  მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამმართველოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება მთავარ პროკურორთან.

    მუხლი 4.  სამმართველოს მუშაკები

1. სამმართველოში საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;

ბ) სამმართველოს პროკურორები;

გ) სამმართველოს სპეციალისტი.

2. სამმართველოს უფროსი პროკურორი და პროკურორი სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს კონტროლს პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.

3. სამმართველოს მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. სამმართველოს  სპეციალისტი უზრუნველყოფს სამმართველოს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს სამმართველოში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.