„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.150
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №23
2010 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი ერთეულებისაგან:
გ.ა) ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება;
გ.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება;
გ.დ) მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება;“;
ბ) მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შიდა კონტროლის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:
„ი.ა) დაცვის განყოფილება;“;
გ) მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;“;
დ) მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ.ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კანცელარია, რომლის შემადგენლობაშია:
ნ.ა) საფელდეგერო განყოფილება.“;
ვ) მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„ო) სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური;
პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას;
ბ) ახორციელებს მონაცემთა ხარისხის მართვას;
გ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის მომხმარებელთა სწავლებას;
დ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საავტომატიზაციო ფუნქციათა მოთხოვნების ნუსხის შემუშავების კოორდინაციას;
ე) სააგენტოს საქმიანობის ავტომატიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების შემუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების საფუძველზე პროგრამული პროდუქტის შექმნას ან შეიმუშავებს რეკომენდაციებს მისი შეძენის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის ტესტირების გეგმის შემუშავებას და მის ჩატარებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად;
თ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სისტემის დანერგვას;
ი) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მის განახლებას სააგენტოს მოთხოვნების საფუძველზე;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის გეგმის შემუშავებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ნაწილში;
ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემის დოკუმენტირებას;
მ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების კოორდინაციას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავებას;
ო) უზრუნველყოფს ელექტრონული არქივების შენახვის პოლიტიკის შემუშავებას;
პ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების ანალიზს, დანერგვას და მომსახურებას;
ჟ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის რეზერვირებას, არქივირებას;
რ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემისათვის ოპტიმალური სასერვერო და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას;
ს) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;
ტ) უზრუნველყოფს სასერვერო პარკის გამართვას და მდგრად მუშაობას;
უ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;
ფ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას;
ქ) უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სტრუქტურებთან ერთად კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი ფინანსური ხარჯების შესახებ;
ღ) უზრუნველყოფს არსებული პროგრამული პროდუქტების მომსახურებას;
ყ) უზრუნველყოფს შიდა მომხმარებელთა (სააგენტოს თანამშრომელთა) წინაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული გზების მოქმედებების კოორდინაციას;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებისა და პირების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზით სარგებლობას;
ჩ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვას და ანალიზს;
ც) უზრუნველყოფს ხშირად დასმულ შეკითხვათა და პრობლემათა ნუსხის წარმოებას და მათი ოპტიმალური გადაჭრის გზების შემუშავებას;
ძ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო „ღ“, „ყ“, „შ“ „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.“;
გ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“, „ე2“, „ე3“ და „ე4“ ქვეპუნქტები:
„ე1) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
ე2) ახორციელებს სააგენტოს შენობაში სტუმრების შესვლის კონტროლსა და აღრიცხვას;
ე3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას;
ე4) შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის სრულყოფის რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში;“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-101 პუნქტი:
„101. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე1“, „ე2“, „ე3“ და „ე4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს დაცვის განყოფილება.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზედამხედველობს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ბ) ამოწმებს სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებს;
გ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“;
ბ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1) უზრუნველყოფს სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;
დ2) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;“.
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 141 პუნქტი:
„141. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს საფელდეგერო განყოფილება.“.
ბ) 142 პუნქტი:
„142. სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;
ბ) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;
გ) ადგენს სააგენტოს საქმიანობის ტენდენციებს;
დ) სწავლობს სააგენტოს მიერ კერძო პირებისა და დაწესებულებებისათვის გასაწევი მომსახურეობის მოთხოვნის არსებობას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი პროდუქტის შექმნისა და შეთავაზების შესახებ;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
გ) 143 პუნქტი:
„143. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი