„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 29/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.152

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №95

2010 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის  №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებით (სსმ III, 2005, №34, მუხ.343) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვას, პრივატიზებისა და  სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.“

    მუხლი 2. 

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი