,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.154
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №2/ნ
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში (სსმ III, 24.11.2005, №136, მუხ. 1514) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის“ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განათლება
პედაგოგიკა-14 (განათლების ბაკალავრი) – სკოლამდელი აღზრდა, დაწყებითი განათლება, კორექციული პედაგოგიკა.“;
ბ) ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალს“ დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სპორტი
სპორტი (სპორტის ბაკალავრი) – მწვრთნელი, ფიზიკური აღზრდა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი